ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Berlinale-ზე პროგრამის “გადაიღე საქართველოში“ სტენდი იქნება წარმოდგენილი
16 თებერვალი, 2018

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე  „Berlinale“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდი იქნება წარმოდგენილი.

გამოფენა მსოფლიოში კინოინდუსტრიის დარგში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად 76 ქვეყნის წარმომადგენელი 15 000 სპეციალისტი, მათ შორის 3 500 ჟურნალისტი ესწრება.

საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების მოედნის პოპულარიზაციის მიზნით, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარდგენილი იქნება კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის საინფორმაციო სტენდი, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ე.წ „cashrebate“ მექანიზმის შესახებ.  

ღონისძიების ფარგლებში, რომელიც 15-დან 25 თებერვლის ჩათვლით იმართება, ჩანიშნულია შეხვედრები კინოინდუსტრიის წამყვან წარმომადგენლებთან. ქართულ მხარეს საშუალება  ექნება სხვადასხვა სტუდიოს, პროდიუსერსა და ლოკაციის მენეჯერს დეტალურად გააცნონ ქვეყანაში კინოინდუსტრიის მიმართულებით არსებული ვითარება და “გადაიღე საქართველოში“ პროგრამის  მექანიზმი.

შეგახსენებთ, რომ კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტს ახორციელებს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით.

2018 წლის თებერვლის მონაცემებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში შემოსულია 10 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა 9 ფილმზე, დამატებით 1 ფილმზე კი გადაღებები კი მალე დაიწყება. შემოსული პროექტებიდან ოთხი ინდური კინოპროდუქციაა, ერთი ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქცია, ერთი ქართულ-ამერიკულ-ნორვეგიული, ორი ქართულ-ფრანგული და ერთიც კი ამერიკული. 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.