ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
BERLINALE TALENTS 3 ქართველ კინემატოგრაფისტს უმასპინძლებს
10 იანვარი, 2018

Berlinale Talents წარმატებულ 3 ქართველ კინემატოგრაფისტს ანა სარუხანოვას (რეჟისორი), რატი წითელაძეს (რეჟისორი, პროდიუსერი) და ნინო ვარსიმაშვილის (სცენარისტი, პროდიუსერი) უმასპინძლებს.

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ცნობით, Berlinale Talents კინემატოგრაფისტებს შესაძლებლობას აძლევს დაესწრონ ვორქშოპებს და მასტერ კლასებს, მიიღონ მონაწილეობა პანელ დისკუსიებში და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინონ მათი პროექტები.

Berlinale Talents ნეთვორქინგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ყოველწლიურად ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ბერლინალეს ინიციატივით ტარდება.

Berlinale Talents 17-22 თებერვალს ჩატარდება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.