ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
AK-AIR GEORGIA ქუთაისიდან და ნატახტარიდან მეტიის მიმართულებით ფრენებს იწყებს
21 მარტი, 2018

მესტიის მიმართულებით ფრენებს ახალი ქართული ავიაკომპანია AK-AIR GEORGIA შეასრულებს. ავიაკომპანია მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის მიმართულებით ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან და ნატახტარის აეროდრომიდან ახორციელებს.

როგორც მესტიის აეროპორტის ცნობით, ფრენები ნატახტარის აეროდრომიდან მესტიის მიმართულებით და პირიქით, კვირაში ოთხჯერ სრულდება: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას.

რაც შეეხება ქუთაისიდან ფრენებს, ის კვირაში ორჯერ: ორშაბათსა და პარასკევს ხორციელდება.

ბილეთის ღირებულება ნატახტარი-მესტიას მიმართულებით 65 ლარია, ქუთაისი-მესტია 40 ლარია.

12 წლამდე ბავშვებისთვის ვრცელდება 30%-იანი ფასდაკლება, 3 წლამდე ჩვილებისთვის მგზავრობა უფასოა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ  „AK-AIR GEORGIA"-ზე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა თებერვალში გასცა.

ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.