მომავალ წელს ხელისუფლება ტურიზმის 9%–იან ზრდას ვარაუდობს. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „აბრეშუმის გზის“ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ისაუბრა საქართველოში არსებული ბიზნეს გარემოს შესახებ და აღნიშნა, რომ გასული წლიდან ქართული ვალუტის დევალვაცია მოხდა 33 %–ით, თუმცა სტაბილურობა ამ სექტორში მაღალია. მისივე განცხადებით, გაზრდილია ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობაც, თუმცა ეს არ არის დიდი მაჩვენებელი, საქართველოში კარგი საგადასახადო სისტემაა, აქვს კანონი თავისუფალი ინდუსტრიული ზონების და ვირტუალური ოფისების შესახებ. მინისტრის შეფასენით, ქვეყანაში კლიმატიც კარგია და მოსახლეობაც დადებითად არის განწყობილი. დიმიტრი ქუმსიშვილმა ინვესტორებს საქართველოში ინვესტიციების შემოტანისკენ მოუწოდა.
ავტორ(ებ)ი : სალომე მეცხვარიშვილი