ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
5yearschallenge – რა შეიცვალა 5 წელიწადში ტურიზმის სექტორში
08 თებერვალი, 2019

1.8 მილიარდიდან 3.2 მილიარდამდე გაზრდილი შემოსავალი – GaltandTagart-მა ბოლო 5 წელიწადში ტურიზმის სექტორის მიღწევები შეაფასა.

G&T -ის ცნობით, 2014-2018 წლებში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 2.2 მილიონით გაიზარდა და 2018 წელს 7.2 მლნ მიაღწია. მათ შორის, 5 წლის თავზე, საქართველომ 1.9 მილიონით მეტი ტურიტის მიღება შეძლო.

შემოსავლები ამ სექტორიდან 1.4 მილიარდით არის გაზრდილი. რაც შეეხება შემოსავალს მშპ-ში, ეს მაჩვენებელი თუ 2014 წელს 10.8% იყო, 2018 წელს 19.6%-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის რეკორდული მაჩვენებელების მიუხედავად, ზრდის ტემპი 2017 წელთან შედარებით შემცირებულია. მაგალითად, ტურისტების რაოდენობა 17%-ით გაიზარდა, 2017 წელს წლიური ზრდა 23%-ზე მეტი იყო. ასევე შემსავლებშიც 2018 წელს ზრდა 18.4% იყო, 2017 წელს 28% -ზე მეტი.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.