51,3 მლნ-ზე მეტი ლარის ქონება და 107 მლნ ლარი - ბენეფიტები „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“
პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, 2016 წლის ოქტომბრიდან დღემდე, სახელმწიფომ ქვეყნის მასშტაბით 51,3 მლნ ლარის უძრავი ქონება გაყიდა.
სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა თითქმის 107 მლნ ლარია.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო კომპლექსები.
უძრავ ქონებას სასტუმროს აშენება-მოწყობის მიზნით ქონების ეროვნული სააგენტო აუქციონზე ყიდის.
www.travelingeorgia.ge