ტურიზმი, ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დარგი გახდა და ყოველწლიურად უფრო მეტად მოთხოვნადი ხდება, რაც, შესაბამისად მის განვითარებასა და ზრდას განაპირობებს.
საქართველო, თავისი ბუნებრივი და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით თანდათან იმკვიდრებს მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე ადგილს. ჩვენი ქვეყნის პოტენციალი, ასე თუ ისე, ფართო მასებისთვის ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად არის ჩაბმული საქართველოს პოპულარიზაციაში, რაც, თავისთავად, გულისხმობს საერთაშორისო მოთხოვნების კვლევას და მათ შესაბამისად განვითრებას, ტურისტული დანიშნულების ადგილების თანამედროვე სტანდარტებით მოწყობასა და სხვადასხვა სიახლეების დანერგვას. ამ დარგის განვითარება კი ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა, ტურიზმი ცნობილია, როგორც ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი.
მსოფლიოს ტურისტულ ბაზარზე, ბოლო პერიოდში, აქტუალური გახდა სათავგადასავლო, კერძოდ, ექსტრემალური ტურიზმი, რომლის შეთავაზების პრივილეგია, პირველ რიგში, ისეთი ბუნებრივი პირობების მქონე ქვეყნებს შეუძლიათ, როგორიც საქართველოა. დღესდღობით, ერთ-ერთ პოპულარულ ექსტრემალურ პროდუქტად შეგვიძლია ჯომარდობა მივიჩნიოთ, რომელიც 2003 წლიდან მომხმარებელსევროპაში ყველა საჯომარდო კლუბისთვის აუცილებელ ნეოპრენის საჯომარდო აღჭურვილობით სთავზობს მომსახურებას. ექსტრემალურ ტურიზმთან დაკავშირებით უფრო დეტალურად, „თბილისი თაიმსს“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბატონი გიორგი ჩოგოვაძე ესაუბრა.
რა მდგომარეობაა საქართველოში ექსტრემალურ ტურიზმთან მიმართებით – არსებობს თუ არა ტურიზმის ამ მიმართულების საქართველოში განვითარების რაიმე გეგმა და, თუ არსებობს, როდიდან დაიწყება მასზე მუშაობა?
- საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის ტურისტულ რესურსებსა და პოტენციალზე დაყრდნობით აქტიურად მუშაობს რამოდენიმე სტრატეგიული ტურისტული პროდუქტის განვითარებაზე. მათ შორის არის სათავგადასავლო ტურიზმი, რომლის ერთ-ერთი მიმართულება ექტრემსაც უკავშირდება. ადმინისტრაცია სისტემატიურად ახორციელებს კვლევით სამუშაოებს, რაზე დაყრდნობითაც აგეგმარებს ტურისტულ მარშრუტებს, ანვითარებს მარკირებასა და სხვადასხვა მცირე ინფრასტრუქტურას, ქმნის სარეკლამო-საინფორამაციო მასალებს, როგორიცაა რუკები, გზამკვლევები, საინფორმაციო დაფები და ბროშურები. ამ ეტაპისთვის ექსტრემალური ტურიზმის მიმართულებით დამუშავდა ალპინისტური, საწყალოსნო (კაიაკი, კანიონინგი) და სპელეო ტურისტული პროდუქტები. აღნიშნული ტურისტული გზამკვლევები და რუკები ხელმისაწვდომია ქვეყნის მასშტაბით ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში სხვადასხვა ენაზე და როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ტურისტს შეუძლია ისარგებლოს სრულიად უფასოდ.
არსებობს თუ არა ადგილობრივ ბაზარზე ტურიზმის ამ მიმართულებაზე მოთხოვნა? რა ტერიტორიები მოიაზრება ექსტრემალური ტურიზმის განვითარებისთვის და დააკმაყოფილებს თუ არა ეს ტერიტორიები როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტთა მოთხოვნებს?
- მსოფლიოში არსებული ტენდენციის მიხედვით ტურისტები უპირატესობას ანიჭებენ გამოცდილებაზე/თავგადასავალზე დაფუძნებული ტურისტული პროდუქტის მოხმარებასა და ახალი ადგილების აღმოჩენას. ამ კუთხით საქართველოს უპირატესობა გააჩნია, იმიტომ, რომ ის მოგზაურებისთვის ჯერ კიდევ უცნობი ადგილია მრავალფეროვანი ლანდშაფტით. საქართველოს ტერიტორია საშუალებას იძლევა სხვადასხვა ექსტერმალური სპორტის განვითარებისთვის – სამთო/ალპინისტური კუთხით კავკასიის მთიანეთი, საწყალოსნო ტურიზმის კუთხით – წყალუხვი და სწრაფი მდინარეები – რიონი, მტკვარი, ხობისწყალი, თერგი.. სპელეო ტურიზმისთვის კი შესანიშნავ პირობებს ქმნის დასავლეთ საქართველო (სამეგრელო, რაჭა)
თუ არის განსაზღვრული რომელიმე ქვეყნა, რომლის ანალოგის გადმოტანა შეიძლება მოხდეს ექსტრემალური ტურიზმის მიმართულებით?
- ნებისმიერი მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინება ყოველთვის სასურველია, თუმცა ანალოგიური გამოცდილებების პირდაპირ გადმოტანა საქართველოში არ არის მიზანშეწონილი სხვადასხვა ეკონომიკური, სოციალური თუ გეოგრაფიული მიზეზთა გამო. ექტრემალური ტურიზმის მიმართულებაც თავისთავში აერთიანებს სხვადასხვა სახეობებს, რომელსაც განვითრების ინდივიდუალური სპეციფიკა გააჩნია და კომპლექსურად უნდა იქნას განხილული. ექსტრემალური ტურიზმი ერთ კონკრეტულ ქვეყანასთან არ ასოცირდება. ტურიზმის ადმინისტრაცია პერიოდულად თანამშრომლობს უცხოელ სპეციალისტებთან ერთად და იზიარებს მათი ქვეყნის მაგალითს. წელს ტურიზმის ადმინისტრაციამ დაასრულა მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც გულისხმობდა ველო პარკების მშენებლობას გუდაურსა და ბაკურიანში. სხვადასხვა სირთულის ველო მარშრუტებისა და უნარ-ჩვებების პარკის განვითარებაში ადმინისტრაციამ ითანამშრომლა სლოვენიელ სპეციალისტებთან ერთად. ასევე, ადმინისტრაცია იყენებს იტალიურ გამოცდილებას საწყალოსნო ტურიზმის მიმართულებითაც-საქართველოს წელს ესტუმრნენ იტალიელი სპეციალისტებიც, რომელთა დახმარებითაც მოხდა სამეგრელოში კანიონინგის მარშრუტების განვითარება.
ექსტრემალური ტურიზმი გათვლილი თუ იქნება შშმ პირთათვის და, კონკრეტულად, რა სახით დააკმაყოფილებთ შშმ პირთა მოთხოვნებს?
- მიმდინარე წელს მთავრობის მიერ მიღებული რეგლამენტის თანახმად ნებისმიერი სახის ინფრასტრუქტურა უნდა იყოს ადაპიტრებული შეზღუდული შესაძლებლოების მქონე პირთართვის. აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება ტურიზმის მიმართულებითაც. ყველა სახის ინფრასტრუქტურა რომელიც განვითარდება ექსტრემალური ტურიზმის ფარგლებში ხელმისაწვდომი იქნება შშმ პირთათვის.
ამ ეტაპისთვის ტურიზმის ადმინისტრაცია ადაპტირებულ გარემოს ქმნის მცხეთაში, ქალაქის ძირითადი ღირშესანიშნაობები ხელმისაწვდომი გახდება შშმ პირთათვის, რაც კულტურული ტურიზმის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ტურიზმის ამ მიმართულებისთვის გამოყოფილი და შემუშავებული თუ არის ბიუჯეტი?
- ტურისტული პროდუქტისა და მცირე ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველოს, რომელიც პასუხისმგებელია აღნიშნული ტურსიტული პროდუქტის განვითარებაზეც, განსაზღვრული აქვს ყოველწლიუ ბიუჯეტი და სამოქმედო გეგმა.
მარიამ ტაკაშვილი
წყარო:
.png)