ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
26 მაისის თემატიკა თბილისის აეროპორტში
25 მაისი, 2018

საქართველო პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიებები წლის განმავლობაში მთელ საქართველოს მოიცავს. პირველი, რაც ქვეყანაში ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორებსა თუ ადგილობრივებს თვალში მოხვდებათ, თემატურად გაფორმებული საერთაშორისო თუ შიდა აეროპორტებია.

ასი წლის იუბილისადმი მიძღვნილი სამუშაოები დაასრულა ცოტა ხნის წინ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“. შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტი სტუმრებს 26 მაისის თემატიკით გაფორმებული დახვდება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს სწორედ დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავის თემატიკით დატვირთული სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.