სს. "ტურიზმის განვითარების საინიციატივო საზოგადოება" - ახორციელებს ახალ ინოვაციურ პროექტს და WWW.TRAVELINGEORGIA.GE-ზე ამატებს ახალ პროდუქტს - გიდების საძიებო და ONLINE დაჯავშნის სისტემას.
ეს სიახლე საშუალებას აძლევს ტურისტებს და ყველა დაინტერესებულ პირს, მოძებნოს სასურველი პარამეტრების გიდი. აირჩიოს სასურველი თარიღის, სასაუბრო ენის, ტურიზმის მიმართულების (სამთო, კულტურული ) მიხედვით . მოახდინოს რეზერვაცია და დაჯავშნოს მარტივად.
სისტემა განკუთვნილია დამწყები და პროფესიონალი გიდებისათვის, რათა წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და მიიღონ მომხმარებლის მხრიდან შეფასება განხორციელებული ტურების მიხედვით.
შედეგები და შეფასება აისახება რეიტინგებში, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს გამოავლინოს პროფესიონალი და არაპროფესიონალი გიდები, რაც თავის მხრივ დაარეგულირებს ბაზარს.
სს. "ტურიზმის განვითარების სიანიციატივო საზოგადოება" წელიწადში ერთხელ მოახდენს იმ გიდების წახალისებას, რომლებიც რეიტინგებში მიიღებენ ყველაზე მაღალ შეფასებას. ასევე უზრუნველყოფს მათ ჩართულობას სხვადასხვა ღონისძიებებში. ხოლო დაბალი შეფასების მქონე გიდებს ექნებათ საშუალება გაიარონ ტრენინგები და მიეცემათ კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება.
რეგისტრაცია: http://travelingeorgia.ge/account/register/user/
გიდის პროფილი: http://travelingeorgia.ge/guides/33/
გისურვებთ წარმატებას!