ბრენდის ისტორია
2014 წლის ივლისის ბოლოს სადაზღვევო კომპანია ალდაგმა დაასრულა რეორგანიზაციის პროცესი და ჯანმრთელობისა და ქონების დაზღვევის მიმართულებები ერთმანეთისაგან გამიჯნა.
ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით სადაზღვევო კომპანია იმედი L მუშაობს. ხოლო, რაც შეეხება ქონების დაზღვევის ხაზს, ამ მიმართულებით სადაზღვევო კომპანია ალდაგი განაგრძობს მუშაობას. იმედი L-ის ბრენდის დაბრუნება ჯანმრთელობის დაზღვევის ბიზნესში მისმა დადებითმა რეპუტაციამ და მაღალმა ცნობადობამ განაპირობა.
ბრენდის მისია
მშვიდი, ჯანმრთელი სიცოცხლე პირდაპირ კავშირშია ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღებასთან, იმედი L კი პირველი კომპანიაა საქართველოს ბაზარზე, რომელიც სწორედ ყველაზე მთავარს - ჯანმრთელ სიცოცხლეს - ემსახურება.
ბრენდის სიმბოლო
იმედი L-ის ბრენდის გაცოცხლებამ მოითხოვა ბრენდის იდენტობის, საკომუნიკაციო ენის შეცვლა. გადახალისებულია ყვითელი და ცისფერი ფერთა გამა.
ყვითელი ფერი ასოცირებულია ბედნიერებასთან, იმედთან, ცისფერი კი სიმშვიდესა და ჰარმონიასთან, ხოლო მათი ერთობლიობა სრულად გამოხატავს იმედი L -ის ღირებულებებს.
ლოგოში გამოყენებული „L“ სიმბოლოს მრავალფეროვანი დატვირთვა აქვს. "L" აერთიანებს დადებითი მუხტის მატარებელ, „ელ-ზე" დამთავრებულ სიტყვებს, როგორებიცაა: ჯანმრთ L , მზრუნვ L , უცხოენოვან თარგმანში კი ჟღერს როგორც: L ive, L ife , L ive Healthy.
იმედი L -ის ი ლოგო არის ბრენდული ცისფერი ფოტოლოგო, რაც გულისხმობს, რომ იგი არ არის სტატიკური და გამოიყენება კომბინაციაში განწყობის შემქმნელ ბრენდულ ყვითელ ფოტოებთან ერთად, რომელზეც დატანილია სლოგანები L სიმბოლოს ინტეგრირებით.